"დონ..." - ექსკლუზიური ინტერვიუ სურენთან და ოკუპანტების დიდი თავსატეხი - აზოვის ბატალიონი

გამოქვეყნდა:

სოციალურ ქსელში, ერთ -ერთი ყველაზე პოპულარული ვიდეო ერთ ჩვეულებრივ უკრაინელს ეკუთვნის, რომელმაც, რამზან კადიროვს მიმართა; როცა სურენი ამ ვიდეომიმართვას წერდა, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ სულ რამდენიმე დღეში, ის მსოფლიოში ერთ -ერთი ყველაზე პოპულარული ადამიანი გახდებოდა. 
უკრაინელი ბიჭი, რომლის მიმართვა პუტინის მორჩილი კადიროვისთვის, მისი ყველაზე საყვარელი სიტყვით, სოციალური ქსელების ჰიტად უკვე იქცა - "დოონ კადიროვ..." - ექსკლუზიური ინტერვიუ სურენთან, რომლის ვიდეოებიც  ფრონტის წინა ხაზიდან სოციალური ქსელში ძალიან პოპულარულია.  

სურენი ეროვნებით სომეხია. დიდი ხანია ოჯახთან ერთად კიევის ოლქში, ქალაქ გოსტომელში ცხოვრობს. ჭიდაობის მასწავლებელია და აქამდე არასოდეს უომია.  24 თებერვალს , მაშინ როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა მან  ხელში იარაღი აიღო და მეგობრებთან ერთად ახლა ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში უკრაინის თავისუფლებისთვის  იბრძვის.
 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი