უკრაინის უსაფრთხოებისთვის აშშ დამატებით $100 მილიონს გამოყოფს

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, სამოქალაქო უსაფრთხოებისთვის აშშ უკრაინის დასახმარებლად დამატებით 100 მილიონი დოლარის დახმარებას გამოყოფს.

დახმარება გამიზნული იქნება უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების გასაძლიერებლად, რომ უზრუნველყოს საზღვრის უსაფრთხოება, შეინარჩუნოს სამოქალაქო სამართალდამცავი ფუნქციები და დაიცვას სამთავრობო ინფრასტრუქტურები.

"გაზრდილი დაფინანსება გააგრძელებს პირადი დაცვის აღჭურვილობის, საველე აღჭურვილობის, ტაქტიკური აღჭურვილობის, სამედიცინო აღჭურვილობის, ჯავშანტექნიკის და საკომუნიკაციო აღჭურვილობის სტაბილურ ნაკადს უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო დაცვის სამსახურისა და უკრაინის ეროვნული პოლიციისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი