გთხოვთ, დადექით უკრაინის გვერდში - კლიჩკოს მიმართვა ბრიტანელებს

გამოქვეყნდა:

კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ ლონდონში გამართულ უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე შეკრებილ ხალხს სიტყვით მიმართა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს უკრაინის მხარდაჭერა და გვერდში დგომა სთხოვა.

"გთხოვთ, დადექით ჩვენი ქვეყნის გვერდში, დადექით უკრაინის გვერდში",- თქვა კლიჩკომ ვიდეომიმართვისას.

შეკრებილებს მიმართა დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩმაც. მან საზოგადოებას მოუწოდა გააგრძელონ უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარება - "სანქციები უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ რუსეთის ეკონომიკა არ გაჩერდება",-თქვა ვადიმ პრისტაიკომ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი