რუსეთის წინააღმდეგ სანქციები შეიძლება მოიხსნას, თუ ცეცხლს შეწყვეტს და უკრაინიდან ჯარებს გაიყვანს - ლიზ თრასი

გამოქვეყნდა:

რუსულ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებზე ეკონომიკური სანქციები შეიძლება მოიხსნას, თუ კრემლი დაასრულებს თავის "აგრესიას" უკრაინაში - ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ თრასმა განაცხადა.

ბრიტანულ გაზეთ Telegraph-თან ინტერვიუში მან თქვა, რომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები იყო "მყარი ბერკეტი", მაგრამ დასძინა, რომ ეს შეიძლება დასრულდეს "ცეცხლის შეწყვეტით და ჯარების გაყვანით, ასევე, ვალდებულებებით, რომ შემდგომი აგრესია არ იქნება".

ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, დასავლეთი უნდა დარჩეს პრინციპულ პოზიციაზე "მშვიდობის მისაღწევად" და გააფრთხილა,რუსეთი, რომ ის "სერიოზული" უნდა იყოს მოლაპარაკებების მიმართ.

ცნობისთვის, გასულ კვირას გაერთიანებულმა სამეფომ გამოაცხადა ახალი სანქციები ომის საპასუხოდ, რომლებიც ეხება რუსულ ბანკებსა და ბიზნეს ელიტებს, მათ შორის რუსეთის რკინიგზას.  საგარეო უწყების ცნობით, დიდმა ბრიტანეთმა უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან სანქციები რუსეთის 1000-ზე მეტ ფიზიკურ პირსა და კომპანიას დაუწესა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი