ივანო-ფრანკოვსკის მერს, რუსლან მარჩინკოვს ჰუმანიტარული დახმარების შეტანის დროს ჩერნიგოვის შესასვლელთან ცეცხლი გაუხსნეს - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
დაბომბვა ჩერნიგოვის მახლობლად 26 მარტს მოხდა. ვიდეომიმართვა მერმა თავად გაავრცელა და თქვა, რომ შემთხვევის დროს რამდენიმე ადამიანი დაიჭრა.
"26 მარტი ჩვენთვის ახალი დაბადების დღეა.ჩვენ გვესროლეს, მტერმა ჩვენს მანქანას ესროლა. მადლობა ღმერთს, ყველა ცოცხლები არიან, ჩვენი რამდენიმე ბიჭი დაშავდა.მიუხედავად საფრთხისა, ჩვენ მივაწოდეთ ქალაქს საჭირო დახმარება", - თქვა მან.