"მე ასეთ ტერმინს არ გამოვიყენებდი" | მაკრონი ბაიდენის მიერ პუტინისთვის "ჯალათის" წოდებაზე

გამოქვეყნდა:

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პუტინზე აშშ-ს პრეზიდენტის შეფასებას გამოეხმაურა, რომელმაც პუტინს "ჯალათი" უწოდა.

"მე არ გამოვიყენებდი ასეთ ტერმინებს, რადგან ჯერ კიდევ ვაწარმოებ მოლაპარაკებებს პრეზიდენტ პუტინთან, ჩვენი მიზანია შევაჩეროთ ომი, რომელიც რუსეთმა უკრაინაში გააჩაღა. ამასთან, უნდა ავირიდოთ ომი და ესკალაცია",-თქვა მაკრონმა.

გასულ კვირას ბაიდენმა პირველად პუტინს ომის დამნაშავე უწოდა, შემდეგ კი "მკვლელი დიქტატორი", 
ნამდვილი ყაჩაღი, რომელიც ამორალურ ომს აწარმოებს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი