"ახლა მტერს ორი ახალი მიზანი აქვს - ჩვენი არმიის განადგურება და მარიუპოლის ხელში ჩაგდება", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი საუბრობს.
დღეს ომის 32-ე დღეა. გასული დღე-ღამის განმავლობაში სამხედრო მდგომარეობა მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. ჩვენმა სამხედროებმა მცირე ტაქტიკური თავდასხმები დაიწყეს. ეს მოხდა სუმის, ხარკოვის, კიევისა და ხერსონის ოლქებში. ახლა მტერს ორი ახალი მიზანი აქვს - ჩვენი არმიის განადგურება და მარიუპოლის ხელში ჩაგდება. ასევე, ხერსონის ოლქში პოზიციების გამაგრება. უკრაინის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა მზად არის და ვითარებას აკონტროლებს, - ამბობს არესტოვიჩი.