ანექსირებული ყირიმის ხელმძღვანელმა, ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რუსეთის ფედერაციაში გაერთიანებას მხარი დაუჭირა 

გამოქვეყნდა:

რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ხელმძღვანელმა, სერგეი აქსეონოვმა მხარი დაუჭირა ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რუსეთის ფედერაციაში გაერთიანებას - ინფორმაციას უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკო ავრცელებს. 

 „ჩვენ, ყირიმელები, სრულად ვუჭერთ მხარს დონბასის გმირი ხალხის რუსეთთან გაერთიანების სურვილს. სწორედ ეს სურვილი და გაცნობიერება მათი კუთვნილების შესახებ რუსული სამყაროსადმი, ჩვენი დიდი ცივილიზაციისადმი, დაეხმარება რესპუბლიკებს გადარჩენაში უკრაინული ნაციზმის წინააღმდეგ სასტიკ ბრძოლაში. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნის ყველა რეგიონის მაცხოვრებლებს გულწრფელად გაუხარდებათ, რომ ჩვენი ძმები უზარმაზარ და მეგობრულ რუსულ ოჯახში დაბრუნდებიან“,- თქვა სერგეი აქსეონოვმა.

ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელმა, ლეონიდ პასეჩნიკმა დღეს დაადასტურა, რომ რუსეთთან შეერთდებასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში რეფერენდუმის ჩატარება იგეგმება. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი