უკრაინული მხარე რუსი სამხედროების სატელეფონო ჩანაწერს ავრცელებს, რომელშიც ჩანს, რომ მათ სახლში დაბრუნება უნდათ. "ყოველ დღე მატყუებენ" - ამბობს ერთ-ერთი რუსი სამხედრო:
- ყოველ დღე ისეთი დიდი სიხარულით ვიღვიძებ, როცა ვხვდები, რომ ცოცხალი ვარ, - სირიაშიც არ მქონდა მსგავსი შეგრძნება.
- მომისმინე, ვხვდები ახლა რასაც განიცდი. ვიცი, რომ ძალიან, ძალიან გიჭირს. მაგრამ სახლში გელოდები.
- შემპირდნენ, რომ 19 მარტს გამიშვებდნენ სახლში, მაგრამ ყოველ დღე მატყუებენ რაც აქ ჩამოვედი. ყველაფერში იტყუებიან.