ახალი მსოფლიო წესრიგი | დასავლეთის პასუხი პუტინის ქმედებებს

გამოქვეყნდა:

პუტინის მიერ გაჩაღებულმა სისხლიანმა ომმა მსოფლიო უკვე შეიცვალა. სამყარო ვეღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც აქამდე. 22-წლიანი კეკლუცობის, თავის მოკატუნებისა და ხავსზე ჩაჭიდების ხანა დასავლეთისთვის დასრულებულია. ახლა უკვე ყველამ იცის, რომ კრემლში საღი აზრი ვერ გაიმარჯვებს, ვიდრე რუსეთის სათავეში იქნებიან კრიმინალები, რომლებიც ძალაუფლების შესანარჩუნებლად მესამე მსოფლიო ომზეც კი წამსვლელები არიან.

ბაიდენმა გუშინდელი ვრცელი სიტყვა ისე დაასრულა, კონკრეტული არაფერი უთქვამს. თითქოს მორიგი წყლის ნაყვა მოვისმინეთ, და უცებ, დაწერილი ტექსტის შემდეგ - ამერიკის პრეზიდნეტმა მთავარი სათქმელი გააჟღერა - რომ პუტინი ვეღარ დარჩება ხელსიუფლებაში, და რომ ახლა მოკავშირეების მთავარი ამოცანა უკრაინის გადარჩენასთან ერთად, პუტინის ხელისუფლებიდან ჩამოშორებაც იქნება. ადამიანისა, რომელსაც იგივე ბაიდენი უკვე არაერთგზის უწოდებს ომის დამნაშავეს. და ბაიდენს სიტყვები დამთავრებული არ ქონდა, პუტინმა თავისი გამოხტომით დაადასტურა, რომ მისი მიზანი ომში ნატოს ჩარევა და მესამე მსოფლიო ომის გაჩაღებაა.

ფრთოსანი რაკეტებით ლვოვის ოლქი დაბომბეს, ჭურვები სულ 40-50 კილომეტრში ცვიოდა იმ ადგილიდან, სადაც ბაიდენი უკრაინელ დევნილებთან ერთდ პიცას შეექცეოდა. მოკლედ გამგებმა ყველაფერი გაიგო. მაგრამ რა გავიგეთ ჩვენ, ან რა დასკვნები გამოვიტანეთ ისტორიის ამ გაკვეთილიდან. დანარჩენი უკვე თეა ადეიშვილის რეპორტაჟში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი