პუტინის სისხლიანმა, ბავშვების მკვლელმა ომმა მილიონობით უკრაინელი დევნილად აქცია. 42-მილიონიანი ქვეყანაში 10 მილიონ ადამიანს საკუთარი სახლის მიტოვება და ქვეყნის დასავლეთ, შედარებით უსაფრთხო რეგიონებში მიგირირება მოუწია. კიდევ 3.5 მილიონ ადამიანს კი საერთოდ უკრაინის საზღვრების დროებით დატოვება მოუწია.
ანუ დღეს ყოველი მეოთხე უკრაინელი დევნილია. ეს ყველაზე დიდი ჰუმანიტარული კრიზისია, რომელიც ევროპას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აღარ უნახავს. თენგო გოგოტიშვილმა მოინახულა დევნილთა ყველაზე დიდი ბანაკი პოლონეთში და გამოქცეული ადამაინებისგან მოისმინა იმ საზარელი დანაშაულების შესახებ, რასაც პუტინის ურდო ახლა უკრაინაში ჩადის.