ჩეხეთმა რუს ოლიგარქებს საბანკო ანგარიშებზე ასობით მილიონი კრონა გაუყინა

გამოქვეყნდა:

ჩეხეთმა ასობით მილიონი კრონა გაუყინა იმ რუს ოლიგარქებს, რომლებიც უკრაინაში ომის გამო, სანქციების სიაში მოხვდნენ. ამის შესახებ ჩეხეთის პრემიერმა პეტრ ფიალამ განაცხადა.

"ჩვენ ვთამაშობთ წამყვან როლს ევროპაში [რუსეთის წინააღმდეგ] სანქციების კუთხით. ჩვენ გავყინეთ რუსი ოლიგარქების ასობით მილიონი კრონას ოდენობით აქტივები",-თქვა ფიალამ.

ინტერვიუში მან არ გამორიცხა, რომ სანქციების შემდგომი შესრულებისთვის ჩეხეთის საკანონმდებლო ცვლილებები იქნება საჭირო. როგორც მან აღნიშნა, საქმე არ ეხება რუსი ოლიგარქების კუთვნილი საწარმოების ნაციონალიზაციას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი