"ჰეზბოლა" უკრაინაში 800-მდე მებრძოლს გზავნის - Новая газета

გამოქვეყნდა:

Новая газета-ს ინფორმაციით, ლიბანის ტერორისტული დაჯგუფება "ჰეზბოლა" უკრაინაში 800-მდე მებრძოლს გაგზავნის. ცნობილია ისიც, რომ პირველი 200 მებრძოლი ბელარუსის გომელის საჰაერო ბაზაზე 29 მარტს ჩავა. 

გამოცემა წერს, რომ თითოეული მებრძოლის ხელფასი თვეში 1 500 დოლარი იქნება. 

მათივე ინფორმაციით, უკრაინაში მათ გაგზავნაზე მოლაპარაკებებს "ვაგნერის" წარმომადგენელბი ალექსანდრ კუზნეცოვი აწარმოებდა. 

გამოცემის ცნობით, "ჰეზბოლამ" რეკრუტირების ცენტრები სირიის ქალაქ კუსეირში, ალეპოში, იაბრუდსა და საიიდა-ზეინაბში, ასევე ბეირუთის სამხრეთ გარეუბანში გახსნა, რომელსაც ტერორისტული დაჯგუფება აკონტროლებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი