რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა NATO-ს უკრაინის ცის ჩაკეტვისა და იარაღის გადაცემისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
როგორც სტეფანჩუკმა Fox News-თან ინტერვიუში აღნიშნა, თუ დასავლეთი დაუშვებს, რომ რუსეთმა უკრაინაში წარმატებას მიაღწიოს, ის ევროპის სხვა ქვეყნებსაც თავს დაესხმება.
"ჩვენ არ ვითხოვთ, რომ NATO-მ უკრაინის დასაცავად თავისი ჯარები გამოგზავნოს, რასაც ჩვენ ვამბობთ, რაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა - დახურეთ ცა, გამოგზავნეთ იარაღი და დანარჩენს ჩვენ ვიზამთ. უბრალოდ მოგვეცით იმის 1%, რაც თქვენ გაქვთ",-თქვა რუსლან სტეფანჩუკმა.