"ისრაელი მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით" | ბენეტი

გამოქვეყნდა:

ისრაელის პრემიერმინისტრის, ნაფტალი ბენეტის თქმით, ისრაელი უკრაინელი ხალხის გვერდით მტკიცედ დგას. მან აღნიშნა, რომ ისრაელმა დაშავებულთა მოსავლელად უკრაინაში საველე ჰოსპიტალი დააარსა და მისი ქვეყანა ყველაფერს აკეთებს ამ ომის დასასრულებლად.

"ისრაელი მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით და აპირებს გააგრძელოს ძალისხმევა ხალხის ტანჯვის შესამცირებლადა და სისხლისღვრის დასასრულებლად. ჩვენ უკვე გავგზავნეთ ჩვენი უმაღლესი დონის სამედიცინო გუნდები უკრაინის დასავლეთ ნაწილში მოწინავე საველე ჰოსპიტალის შესაქმნელად. როგორც მე მითხრეს, ისინი უკვე უვლიდნენ და მკურნალობდნენ 500-ზე მეტ პაციენტს.

ზუსტად ამ წუთში ექიმები და ექთნები გაჭირვებულთა სიცოცხლის გადასარჩენად საკუთარ სიცოცხლეს რისკავენ. ვამაყობ იმით, რასაც ისრაელი აკეთებს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაკეთებთ იმას, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, როცა გვთხოვენ, რომ წვლილი შევიტანოთ ამ ომის დასრულებაში. ჩვენ ამას ვაკეთებთ შეერთებულ შტატებთან და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციის შენარჩუნებით",-თქვა ნაფტალი ბენეტმა ბლინკენთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი