უკრაინაში, ვოლინის რეგიონში რუსებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ნავთობის საცავზე. ინფორმაციას ვოლინის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის უფროსი იური პოგოლიაკო ავრცელებს.
მისი თქმით, რაკეტები ბელარუსის ტერიტორიიდან ისროლეს. გარდა ამისა, რუსებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ქალაქ ლუცკზე.
კიევში, ჟიტომირში, ხარკოვში, ხერსონში - მთელი ღამე აფეთქებების ხმა ისმოდა.
ხარკოვში ავიაიერიშის დროს რაკეტა საცხოვრებელ სახლს მოხვდა, დაიღუპა 1 ოჯახის 4 წევრი, დაშავდა 4 წლის ბავშვი.