უკრაინაში დაღუპულ კიდევ ერთი ქართველ მებრძოლის, დავით გობეჯიშვილის ცხედარი ახლა კიევის პროზექტურაშია დასვენებული. უკრაინაში მებრძოლი ქართველები მას სამშობლოში ჩამოსვენებამდე პატივს მიგებენ.
უკრაინაში მებრძოლი ნადიმ ხმალაძე ამბობს, რომ იქნება სიმბოლური ცერემონიალი.
"რუსებს ყველა ფრონტის ხაზზე ფაქტობრივად უკვე შეჩერებული აქვთ წინსვლა, იმიტომ, რომ არიან დემორალიზებულები, ლოჯისტიკა აქვთ ჩამოშლილი, როტაციასაც ვერ ახდენენ. დავით გობეჯიშვილს წამოასვენებენ უკვე ალბათ თბილისისკენ, ალბათ ჯერ ვარშავაში, პოლონეთში, შემდეგ თბილისში, ბახვა ჩიქობავას მიცვალებულის გამოყვანა ცოტა რთული სიტუაციაა, მარიუპოლში. ბიჭები ვიკრიბებით, აქ ვინც ვართ ახლოს და პატივს მივაგებთ, კიევიდან სანამ გამოასვენებენ", - ამბობს, ქართველი მებრძოლი, ვანო ნადირაძე.
დავით გობეჯიშვილი მეოთხე ქართველია, ვინც პუტინის აგრესიას ემსხვერპლა. მას სამშობლოში სავარაუდოდ ზეგ ჩამოასვენებენ.