ბრიტანული წარმოების Starstreakის საჰაერო თავდაცვის სისტემა მზადაა განლაგდეს უკრაინაში დაუყოვნებლივ გამოსაყენებლად. ამის შესახებ The Mail-ს ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა განუცხადა.
მინისტრმა დასძინა, რომ დიდი ბრიტანეთი "მეტს აკეთებს, ვიდრე ვინმე სხვა" ომით განადგურებული ქვეყნის დასახმარებლად.
უოლესის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების გამოყენებაში უკვე მომზადებაც გაიარეს.
"სთარსთრიქი" ბრიტანული გადასატანი საზენიტო-სარაკეტო სისტემაა, რომელიც შექმნილია ვერტმფრენებისა და დაბალ სიმაღლეზე მფრინავი თვითმფრინავების განადგურებისთვის. ის მსოფლიოში ყველაზე სწრაფ მიწა-ჰაერის ტიპის რაკეტად მიიჩნევა.