"უღალატეთ რაზმს, შეგეშინდათ და ბრძოლის ველი მიატოვეთ" - უკრაინაში გაგზავნილ რუსებს ბრძოლა არ სურთ

გამოქვეყნდა:

უკრაინაში საომრად გაგზავნილ რუსებს ბრძოლა არ სურთ და სახლში დაბრუნებას ითხოვენ - დამადასტურებელი მასალა მედიაში ვრცელდება. ჩანაწერში ისმის, როგორ უხსნის უფროსი ოფიცერი ოკუპანტი არმიის ჯარისკაცებს, რომ მათი სურვილი - შეწყვიტონ ბრძოლა და ციმბირში დაბრუნდნენ - მოღალატეობრივია და ფრონტის ხაზის მიტოვება არ შეიძლება.

"არ მგონია, რომ ოფიცერს ბრძოლის ველის მიტოვების უფლება აქვს, თქვენ დანაშაულისა და ღალატის გზაზე დგახართ. რომელი უფრო საშიშია არ ვიცი, თქვენ უღალატეთ სახელმწიფოს, თქვენ რაზმს, შეგეშინდათ და ბრძოლის ველი მიატოვეთ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ იქ სადაც სწავლობდით, იზრდებოდით, იცოდნენ თქვენი გვარები. 445 დაჭრილი გვყავს, სხვა დანაყოფებში გაცილებით ბევრი, 10-ჯერ მეტი დაჭრილია. კი, შენ ცოცხალი დარჩები, მაგრამ იქნები განდევნილი, თქვენი შვილებიც ოდესმე გაიგებენ, რომ გაიქეცით", - ისმის ჩანაწერში.

ოფიცერი სამხედროებს ემუქრება, თუ მაინც მიატოვებენ ბრძოლის ველს მათი საქმით FSB დაინტერესდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი