ხმაური მიხეილ სააკაშვილის პროცესზე - მოსამართლემ აქტივისტები გააძევა

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა დღევანდელ სასამართლოზე ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. მოსამართლემ დარბაზიდან გააძევა სამოქალაქო აქტივისტები, რომლებმაც მესამე პრეზიდენტის გამოსვლას ტაში დაუკრეს.

მიხეილ სააკაშვილმა ახალგაზრდებს მიმართა, ნუ შეეშინდებათ ადმინისტრაციული ჯარიმების. ხმაური კი დარბაზში მესამე პრეზიდენტის ამ განცხადებას მოჰყვა:

"ყოველი დღე ჩემი პატიმრობის არის საქართველოს სირცხვილი მსოფლიოს თვალში, სირცხვილია სასამართლო, რომელიც ასამართლებს სააკაშვილს, თავისთავად ტერმინი არის სასაცილო. მას შემდეგ რაც ჰააგამ გამამართლა, სტრასბურგმა გამამართლა ორჯერ, მას შემდეგ რაც ჰოლანდიის რეგიონულმა სასამართლომ გამამართლა, რა უფლება გაქვთ თქვენ მე გამასამართლოთ?
მაგრამ თქვენ არ ხართ არც სასამართლო არც პროკურატურა, თქვენ ხართ ერთი გაუნათლებელი, ბნელი, რუსეთის შნირი ოლიგარქის წარმომადგენლები. რატომ გწყინთ? თქვენ ხართ ერთი ბნელი ოლიგარქის წარმომადგენლები. მეგობრებო, ვდგავართ მაგრად, ვიბრძვით ბოლომდე, არ ვიხევთ უკან. გაუმარჯოს საქართველოს, გაუმარჯოს უკრაინას" თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი