კრემლი სტრატეგიულ გეგმას ცვლის - რას აპირებს პუტინი | ომის 33-ე დღე უკრაინაში

გამოქვეყნდა:

კრემლი სტრატეგიულ გეგმას ცვლის - საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან მეორე თვეს, ელვისებური ომისა და უკრაინის სრული ოკუპაციის აუხდენელი სურვილი ვლადიმერ პუტინს აიძულებს მცირე მიზნებს დათანხმდეს.

მოსკოვში ახლა უკრაინაში კორეული სცენარის გამეორებას განიხილავენ. პუტინს ქვეყნის ორად გაყოფა და აღმოსავლეთის რეგიონების, რუსეთისთვის შეერთება სურს, თუმცა ამ მიზნის მისაღწევადაც რუსულ არმიას, კიდევ ბევრი სისხლის დაღვრა მოუწევს. პუტინის მთავარ დაბრკოლებებად, კიევი და მარიუპოლი რჩება.

უკრაინის დედაქალაქთან რუსული არმია მიახლოებას კვლავ ვერ ახერხებს. პირიქით, რუსებს უკან დახევაც კი უწევთ. მარიუპოლი კი, რომელიც ფაქტობრივად მიწასთან არის გასწორებული ბრძოლას აგრძელებს და დანებებას არ აპირებს. ამ ქალაქების აღების გარეშე კი პუტინის გეგმა უკრაინის გაყოფაზე, განუხორციელებელია. 

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი