უკრაინაში ოპოზიციურმა პარტიამ "სიცოცხლისთვის" არსებობა შეწყვიტა. პარტიის თანათავმჯდომარე ვადიმ რაბინოვიჩმა განცხადება გაავრცელა, სადაც წერდა, რომ „მშვიდობის პარტია“ ვერ გააგრძელებს არსებობას ომის დროს. განცხადება პარტიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, მოგვიანებით კი წაიშალა.
განცხადებაში რაბინოვიჩმა ასევე მოუწოდა პოლიტიკოსებს ომის დასრულებისკენ. აღსანიშნავია, რომ გავრცელებულ რუსეთი, მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობა და უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის ფაქტი ნახსენები არ არის.
რაბინოვიჩის თქმით, ავადმყოფობისა და ოპერაციის შემდეგ ის ისრაელში თებერვლის დასაწყისიდან - „დღეს უკრაინაში ვერ ვიქნები, ვცდილობ ვიყო სასარგებლო იქ, სადაც ახლა ვარ“, - ამბობს ის.
20 მარტს, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ, პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანებით, საომარი მდგომარეობის დროს, მთელი რიგი პრორუსული პოლიტიკური პარტიების საქმიანობა შეაჩერა. შესაბამისი ზომების გატარება უკრაინის იუსტიციის სამინისტროს დაევალა