უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, თურქეთში რუსეთთან მოლაპარაკებისას უკრაინის დელეგაცია რეფერენდუმის საკითხის განხილვას არ აპირებს. მისი თქმით, უკრაინაში რეფერენდუმის ჩატარების საკითხი ქვეყნის შიდა საქმეა.
"ჩვენ თვითონ გადავწყვეტთ რომელი რეფერენდუმი ჩავატაროთ თუ არა, ეს არ არის მოლაპარაკების საკითხი. უკრაინის პრეზიდენტი ყოველთვის ყურადღებას ამახვილებს ხალხის პოზიციაზე, უკრაინელების პოზიციაზე. ჩვენ დიდი გზა გავიარეთ ეროვნული ერთიანობის ამ თვეში. მე გამოვრიცხავ სიტუაციას, როდესაც ხელისუფლება რაღაცას ხალხის ნების საწინააღმდეგოდ გააკეთებს," - თქვა მან.
კულებამ ასევე აღნიშნა, რომ მოლაპარაკების არც ერთ ფუნდამენტურ პუნქტებზე ახლა შეთანხმებები არ არსებობს, მაგრამ ხდება აზრთა, წინადადებებისა და იდეების გაცვლა.