რუსეთმა როვნოს ოლქი მდებარე ნავთობბაზაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ამის შესახებ ინფორმაცია ოლქის ადმინისტრაციის უფროსმა, ვიტალი კოვალმა გაავრცელა.
მსხვერპლის შესახებ ცნობები არ გავრცელებულა.
ბოლო რამდენიმე დღეა, ოკუპანტები აქტიურად ბომბავენ უკრაინის ნავთობ ობიექტებს. 26 მარტს სარაკეტო დარტყმები ლვოვში მდებარე ნავთობბაზაზე განხორციელდა, ხოლო 27 მარტს ლუცკის სანავთობო ბაზაზე, სადაც გაჩენილ ხანძარს ამ დრომდე ებრძვიან. ბაზა კი მთლიანად განადგურებულია.
გარდა ამისა, 1 ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა ხარკოვის ოლქში, ლუბოტინზე მიტანილი რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად.
ფოტოზე ლვოვში ნავთობის ბაზაზე გაჩენილი ხანძარი.