რუსეთის დაქირავებული "ვაგნერის" დაჯგუფების მებრძოლები აღმოსავლეთ უკრაინაში იმყოფებიან - ბრიტანეთი

გამოქვეყნდა:

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინაში კერძო სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" მებრძოლები გადაისროლა და ისინი უკვე აღმოსავლეთ უკრაინაში იმყოფებიან.  

უწყების ცნობით, მოსალოდნელია, რომ საბრძოლო ოპერაციებში სირიიდან და აფრიკიდან "ვაგნერის" 1 000-ზე მეტი დაქირავებული მებრძოლი ჩაერთვება, მათ შორის ორგანიზაციის ხელმძღვანელები. ამის მიზეზი კი რუსული არმიის მიერ განცდილი სერიოზული დანაკარგებია.

შეგახსენებთ, დაჯგუფება "ვაგნერი" კრემლთან პირდაპირაა დაკავშირებული. მის დაქირავებულ მებრძოლებს ვლადიმერ პუტინის პირად არმიასაც უწოდებენ, რადგან ისინი იბრძვიან ყველაზე ბინძურ ომებში და კლავენ იქ, სადაც კრემლი რუსული არმიის შეყვანას ვერ ახერხებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი