რუსი ოკუპანტების პრიორიტეტი დონბასის სრულად დაკავებაა | პენტაგონი

გამოქვეყნდა:

პენტაგონის შეფასებით, რუსეთის შეიარაღებული ძალების ბოლო მანევრების მიხედვით, ოკუპანტების ახალი პრიორიტეტი დონეცკის ოლქის სრულად დაკავებაა. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის უწყებაში, მორიგ ანონიმურ ბრიფინგზე ისაუბრეს

პენტაგონში ამბობენ, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების დონბასზე ფოკუსირებას, შესაძლოა, რამდენიმე ახსნა ჰქონდეს: 

  • ადგილზე გამაგრებული უკრაინული შეიარაღებული ძალების ალყაში მოქცევა და მათი დანარჩენი უკრაინისგან მოწყვეტა ისე, რომ სხვა ცხელ წერტილებში გადაადგილება ვერ შეძლონ;
  • ახალი ქმედითი ბერკეტის მოპოვება უკრაინასთან მოლაპარაკებების პროცესში;
  • საომარი მოქმედებების მთლიანი სტრატეგიის ცვლილება, რადგან ამ დრომდე ოკუპანტებს კიევზე შეტევის სერიოზული მცდელობები არ ჰქონიათ.

პენტაგონის ცნობითვე, რუსული არმიის ნაწილები ჩრდილო-დასავლეთ მიმართულებით კიევიდან დაახლოებით 20 კილომეტრში, სამხრეთ-აღმოსავლეთით კი დედაქალაქიდან 55 კილომეტრში დგანან. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი