ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ერთ-ერთ სოფელში UNIAN-ის ჟურნალისტი დააკავეს

გამოქვეყნდა:

რუსმა ოკუპანტებმა, ზაპოროჟიეს რაიონის სოფელ როზოვკაში Unian-ის ჟურნალისტი, ირინა დუბჩენკო დააკავეს. ინფორმაციას თავად UNIAN ავრცელებს.

გამოცების ცნობით, ჟურნალისტის დაკავების შესახებ ინფორმაცია მისმა დამ მიაწოდა. ალექსანდრა დუბჩენკოს თქმით, ჟურნალისტი უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერისთვის დააკავეს. 

"როზივკას ე.წ. კომენდანტის თქმით, იმის გამო, რომ ჩემი და მალავდა და მხარს უჭერდა უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო პერსონალს, იგი დონეცკში, „საგამოძიებო მოქმედებებისთვის“ წაიყვანეს" - ამბობს ჟურნალისტის და.

​გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტი როზოვკაში, ხანდაზმული ბებიის მოსავლელად ცხოვრობდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი