"აშშ-ს არ უნახავს ნიშნები, რომ რუსეთი მოლაპარაკებების მიმართ სერიოზულადაა განწყობილი" | ბლინკენი

გამოქვეყნდა:

​შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, მას არ უნახავს იმის ნიშნები, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები "ეფეტური გზით წინ მიდის", ვინაიდან აშშ-ს არ უნახავს რუსეთის მხრიდან მოლაპარაკებების მიმართ "სერიოზულობის ნიშნები".

"ცალკეა, რას ამბობს რუსეთი და რას აკეთებს რუსეთი. ჩვენ ამ უკანასკნელზე ვართ ორიენტირებული",-თქვა ბლინკენმა

ბლინკენის თქმით, რუსეთის განცხადება, რომ ის შეამცირებს ჯარის რაოდენობას კიევის გარშემო, შესაძლოა იყოს "საშუალება, რომლითაც რუსეთი კიდევ ერთხელ ცდილობს გადააგდოს და მოატყუოს ხალხი, მათ აფიქრებინოს, რომ ის არ აკეთებს იმას რასაც აკეთებს".

"თუ მათ როგორღაც სჯერათ, რომ "მხოლოდ" უკრაინის აღმოსავლეთი და სამხრეთი ნაწილის დამორჩილების მცდელობამ შეიძლება წარმატებას მიაღწიოს, მაშინ ისინი კიდევ ერთხელ იტყუებენ საკუთარ თავს",-აღნიშნა ბლინკენმა.

 

უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დღეს, 29 მარტს გაიმართა. შეხვედრაზე უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიები, ასევე ის ქვეყნები დაასახელა, რომელიც უსაფრთხოების გარანტორად უნდა იქცნენ. ამასთან, შეხვედრაზე უკრაინამ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციები წარადგინა.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ კი თქვა, რომ რუსეთი კიევსა და ჩერნიგოვში საომარ მოქმედებებს შეამცირებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი