კიევის ოლქის დასახლებები და ქალაქი ირპენი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულია. ხარკოვი, რომელიც ომის დაწყებიდან საოკუპაციო ძალების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იყო, შეძლებისდაგვარად უბრუნდება ცხოვრებას. ადგილობრივებმა დაბომბილი ქუჩების გაწმენდა დაიწყეს.
ომის 34 დღეს უცვლელია ვითარება ალყაშემორტყმულ მარიუპოლში. 160 ათასზე მეტი ადამიანი გაუსაძლის პირობებში, ყოველწუთერი საფრთხის ქვეშ რჩება. ამ დრომდე გრელდება სამაშველო ოპერაცია მიკოლაევში.
სარაკეტო იერიშის შემდეგ ასამდე ადამიანს ეძებენ ადმინისტრაციული შნობის ნანგრევებში. ოფიციალური ინფორმაციით, რუსულ თავდასხმას 7 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ათოით დაშავებულია.
დღესვე, სამშობლოსთვის გაწეული ღვაწლისთვის, ორდენით დააჯილდოვეს უკრაინელი მესაზღვრე რომან გრიბოვი, რომლის წარმოთქმული ერთი ფრაზაც მთელი მსოფლიოსთვის რუსული აგრესიისა და უკრაინელების უდრეკობის სიმბოლოდ იქცა. რუსული სამხედრო გემი ყველასთვის კარგად ნაცნობი ტრაექტორიით სწორედ მან გაუშვა.
ავტორი: ზურა პეტროსიანი