"დღეს ნათელია, რომ პუტინი, როგორც მასვე მიაჩნია, ებრძვის არა უკრაინას და ზელენსკის, არამედ ნატოსა და აშშ-ს" | ექსკლუზიური ინტერვიუ მიხეილ ხადარკოვსკისთან

გამოქვეყნდა:

"თუ პუტინი ხელისუფლებაში დარჩა, ევროპის თავზე მშვიდობიანი ცის ხილვა ჩვენ ყველას ნამდვილად არ მოგვიწევს", - ამბობს "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "დღის სტუმართან" ექსკლუზიურ ინტერვიუში მიხეილ ხადარკოვსკი. მისივე თქმით, "დღეს ნათელია, რომ პუტინი, როგორც მასვე მიაჩნია, ებრძვის არა უკრაინას და ზელენსკის, არამედ ნატოსა და აშშ-ს"

გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს მიხეილ ხადარკოვსკისთან:

- სტამბოლში დღეს განახლდა მოლაპარაკებები. ჯერ არ ვიცით, რა მოხდება, მაგრამ საინტერესოა ის, რომ ბაიდენის ვიზიტის შემდეგ რიტორიკა შეცვალა რუსეთმა. გენშტაბის უფროსის განცხადებით, უკრაინის სამხედრო პოტენციალი შემცირებულია და ისინი დონეცკზე უნდა კონცენტრირდნენ, აღარ ისმის დენაციფიკაცია/დემილიტარიზაცია, აღარც ნეიტრალური სტატუსი, იგივეს იმეორებს ლავროვიც, რა მოხდა თქვენი აზრით, რატომ შეიცვალა და რატომ დავიწროვდა ასე რუსეთის მოთხოვნები?

- წარუმატებელი ოპერაცია, კორუფცია, რომელმაც დააზიანა რუსული ჯარი, სურათი არცთუ ისე კარგია. ეს ამბავი ვინმეს პუტინამდე უნდა მიეტანა, გააგებინეს თუ არა პუტინს, თუ ეს მხოლოდ გენშტაბის დონეზე მიღებული გადაწყვეტილებაა, ამას ჩვენ ამავე მოლაპარაკებებზე ვნახავთ. თუ პუტინმა გაიგო რა მდგომარეობაში ჩავარდა უკრაინაში, მე ვფიქრობ მისი პოზიცია ამავე მოლაპარაკების პროცესში შეიცვლება და მივიღებთ არა ფიქტიურ საუბარს, რომელიც აქამდე იყო, არამედ რეალურ მოლაპარაკებას. 

- თქვენ თქვენს გამოსვლებსა და ინტერვიუებში ხშირად ამბობთ, რომ თუკი რამე შეაჩერებს პუტინს ეს ძალაა, თუკი ის ძალას არ იგრძობს არც მაკრონს მოუსმენს, რაც ბენეტს და არც ბაიდენს. ამერიკის პრეზიდენტმა თავისი ევროპული ტურნეს დროს ჯერ ნატოში და შემდეგ პოლონეთშიც თქვა, რომ ბირთვული ან ქიმიური საფრთხის შემთხვევაში, მას აუცილებლად უპასუხებენ. ბაიდენმა თქვა ისიც, რომ  პუტინი ყასაბია და ის ხელისუფლებაში ვეღარ დარჩება. თქვენ ხშირად ამბობთ, რომ პუტინი ბანდიტია, მაგრამ თვითმკველელი არ არის, აი ეს მკაფიო მუქარა და დასავლეთის ერთიანობა ახლა საკმარისია იმისთვის, რომ პუტინი გაჩერდეს? 

- ამ მომენტამდე ბატონ მაკრონსა და შოლცს ჰქონდათ სრულიად განსხვავებული პოზიცია. ისინი ამბობდნენ,  რომ ნატო არავითარ შემთხვევაში არ ჩაერეოდა. სწორედ ამიტომ, ბაიდენის პოზიცია ამ შემთხვევაში აღმოჩნდა გაცილებით არსებითი და მკაფიო. ბაიდენის სიტყვების შემდეგ რომ ისეთი კაცი, როგორიც პუტინია ხელისუფლებაში ვეღარ დარჩება, პუტინის პროპაგანდა მაშინვე შეეცადა იმის მტკიცებას, რომ ამერიკას სურს რუსეთში ხელისუფლების ძალით ცვლილება. და რატომღაც თავის მართლება თეთრმა სახლმაც დაიწყო. არადა ჩვენ, ნორმალურმა ადამიანებმა, ეს ყველაფერი მხოლოდ ერთმნიშვნელოვნად გავიგეთ; ბაიდენმა გამოხატა თავისი პირადი პოზიცია და დამოკიდებულება პუტინის მიმართ და მისი როგორც პრეზიდენტის ქცევის მიმართ. ადამიანი, რომელიც იქცევა ისე, როგორც პუტინი, არ შეიძლება იყოს ხელისუფლებაში, გასაგებია, რომ ხელისუფლების ცვლილების უფლება ცალსახად რუსეთის მოქალაქეებს აქვთ.

- და მაინც მე ჩემს კითხვას ვუბრუნდები, გაუვა თუ არა ამ ყველაფრის შემდეგ პუტინს ბირთვული და ქიმიური შანტაჟი?

- რაც შეეხება ბირთვულ შანტაჟს, ჩემი აზრით, მას ბაინდემა ძალიან მკაფიო პასუხი გასცა, მასობრივი იარაღის გამოყენების შემთხვევაში რეაგირება იქნება ანალოგიური. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პოზიციაა, მე ვფიქრობ, რომ ნატოს რომ თავიდანვე ასეთი მიდგომა ჰქონოდა, პუტინს ნაკლები სურვილი ექნებოდა ბირთვული შანტაჟისთვის მიემართა. პუტინი არც გიჟია და არც თვითმკვლელი, თუმცა მას შეუძლია გამოიყენოს ბირთვული იარაღი თუკი ეცოდინება, რომ დაუსჯელი დარჩება. და ახლა, როდესაც ხედავს, რომ უკრაინაში მისი არმია აგებს, მას ამის სურვილი აუცილებლად გაუჩნდება. გარისკავს თუ არა ის ამას, იმაზე იქნება დამოკიდებული მიიღებს თუ არა ის მკაცრ და მტკივნეულ პასუხს...

- უკრაინასთან ომის დაწყებინდან ძალიან ცოტა ხანში ნათელი გახდა, რომ პუტინს არ ჰყავს მსოფლიოში ნომერ მეორე არმია, მას 22-ე ადგილზე მყოფი უკრაინული ჯარები უბრალოდ აცამტვერებენ, იყო თუ არა ეს ფაქტი მუოლოდნელობა თქვენთვის? თავად პუტინისთვის, როგორ ფიქრობთ ეს რომ სცოდნოდა, დაიწყებდა თუ არა პუტინი ასეთ ფართომასშტაბიან ომს უკრაინის წინააღმდეგ?

- პუტინს ეგონა, რომ 300 მილიარდი დოლარი, რომელიც მან რუსეთის ჯარის გადაიარაღებაზე გამოყო ბოლო 10 წლის განმავლობაში, საკმარისი იქნებოდა უკრაინის მარტივად დამარცხებისთვის. საბოლოოდ კი აღმოჩნდა, რომ იმ კორუფციულმა სისტემამ, რომელიც მან საკუთარი ხელისუფლების საძირკვლად ჩადო, ვერც ჯარს აუარა გვერდი. ეს ფული დიდწილად იქნა მოპარული და რასაც ვხედავთ, ეს არის სწორედ ამ ძარცვის შედეგი. ანუ, ის შეიარაღება და აღჭურვილობა, რომელიც რუსულ არმიაშია, არ შეესაბამება თანამედროვე ჯარის მოთხოვნებს. ეს შესაძლოა კარგიც იყოს, რადგან უკრაინას საშუალება მიეცა, გაცილებით ნაკლები დანაკარგებით დაიცვას საკუთარი თავისუფლება და დამოუკიდებლობა. დაიწყებდა თუ არა პუტინი ამ სამხედრო კამპანიას იმ შემთხვევაში, თუ ეს ყველაფერი ეცოდინებოდა, ამას, რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვი, მაგრამ აშკარაა, რომ ის სულ სხვა სახით ელოდა მოვლენების განვითარებას. ის ფიქრობდა, რომ მას უკრაინაში ყვავილებით თუ არა, როგორც მინიმუმ მშვიდობიანი დემონსტრაციებით დახვდებოდნენ,

- ასეთი წარუმატებლობის შემდეგ, რუსულმა არმიამ ვერ აიღო ვერცერთი დიდი ქალაქი, რამდენად საშიშია ბუნკერში გამოკეტილი პუტინი, რომელიც დიდი ალბათობით საკუთარ გარემოცვასაც აღარ ენდობა? რას იზამს, დაიწყებს განტევების ვაცის ძიებას? ვინ შეიძლება ეს იყოს, როგორც ირკვევა შოიგუს ინფარქტი აქვს....

- ჩვენ ვიცით, რომ ფსბ-ს რამდენიმე გენერალი შინაპატიმრობაში გაუშვეს, ასევე ვიცით, რომ საჯარისო სტრუქტურებში გარკვეული საქმის გარჩევებიც იყო. თუმცა, პუტინის აზრით, ამ ჩავარდნაში მთავარი პასუხისმგებლები შოიგუ და გერასიმოვი არიან. რა ზომებს მიიღებს ის მათ წინააღმდეგ, ჩემთვის რთული წარმოსადგენია, მაგრამ ერთი რამ ცხადია: თუ ახლა პუტინს სულის მოთქმის და დასვენების საშუალება მიეცა, მომდევნო კამპანიისთვის ის უკეთ იქნება მზად. ამ გაგებით ბაიდენის სიტყვები სავსებით სამართლიანია, რადგან თუ პუტინი ხელისუფლებაში დარჩა, ევროპის თავზე მშვიდობიანი ცის ხილვა ჩვენ ყველას ნამდვილად არ მოგვიწევს.

- ჩვენ ვხედავთ, რომ პუტინი აგებს უკრაინაში, მაგრამ ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ის წააგებს რუსეთშიც, თქვენი აზრით, როგორ მოიქცევიან პოლიტიკური და ეკონომუკური ელიტები, ეფესბე, მისი გარემოცვა ამ მდგომარეობაში?

- მე მხოლოდ ისტორიულ მაგალითებზე დაფუძნებით შემიძლია ვიმსჯელო. რუსეთის ისტორია კი გვეუბნება, რომ წაგებული სამხედრო კამპანიიდან დაახლოებით ორი წლის განმავლობაში ხელისუფლებას სერიოზული პრობლემები ექმნება. ამიტომ, იმის გათვალისწინებით, რომ პუტინს 2024 წელს ხელისუფლების გადაცემა უწევს, ამ ომის წაგება მისთვის ძალიან დიდი პრობლემაა. აქედან გამომდინარე, ვშიშობ, მას ყველა შემთხვევაში მოუწევს კიდევ ერთი სამხედრო კამპანიის დაწყება. 

- და რადგანაც გარდამავალი პერიოდი ახსენეთ, მაინტერესებს თქვენი აზრი, როგორ წარმოგიდეგენიათ პოსტ პუტინისტური რუსეთი, ნავალნი ციხეშია 9 წლით, მას გაათავისუფლებენ? ვინ ჩაიგდებს ხელში ძალაუფლებას, როგორი იქნება პუტინის შემდგოომი ერა და როგორი იქნება თქვენი პოლიტიკური გეგმები ?

- ჩემი პოზიცია ამ მხრივ უცვლელია. მიმაჩნია, რომ რუსული ავტორიტარიზმის ტრადიციის გამო, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ხელისუფლებაში მოვა, დროთა განმავლობაში დაუბრუნდება იმ სისტემას, რომელშიც ქვეყანა პუტინმა შეიყვანა. ერთპიროვნული მმართველობა რუსეთში ცუდად მთავრდება. რუსეთი უნდა გახდეს საპარლამენტო რესპუბლიკა და ჭეშმარიტად ფედერაციული რესპუბლიკა ძლიერი ადგილობრივი თვითმმართველობებით. ჩემი აზრით, ნებისმიერი მოსაზრება უნიფიცირებული რუსეთის შესახებ, თუნდაც დემოკრატიულ საწყისებზე, არის აზრი, რომელსაც არსაით მივყავართ.

რუსეთი ზედმეტად დიდი ქვეყანაა საიმისოდ, რომ მის სხვადასხვა ნაწილებში ზუსტად ერთნაირი კანონები მოქმედებდეს. რუსეთს სჭირდება ნამდვილი ფედერაცია. ამიტომ, თუ რუსეთი იქნება საპარლამენტო რესპუბლიკა ძლიერი ადგილობრივი თვითმმართველობით, ფედერალური მიწების ძლიერი უფლებამოსილებებით, ხელისუფლების დაყოფით საკანონმდებლო, სასამართლო და აღმასრულებელ შტოებად, ისეთი პრეზიდენტის გარეშე, რომელიც დღეს არის და ყველაფერს თავზე ადგას, ასეთ შემთხვევაში შესაძლოა ვიხილოთ ნამდვილი დემოკრატიული რუსეთი თუ ამჟამინდელ არა, შემდეგ თაობაში ნამდვილად. რაც შეეხება კოალიციას, რომელმაც ეს ყველაფერი უნდა გააკეთოს, იმედი მაქვს, რომ მასში უნდა შევიდეს ციხიდან გამოსული ნავალნი და ასევე არის ბევრი ახალგაზრდა ადამიანი, ვისაც მონაწილეობის მიღება შეუძლია. მთავარია, რომ ეს იყოს კოალიცია და არა უალტერნატივო ბელად პუტინის ბრძოლა სხვა უალტერნატივო ბელადთან, რომლის გვარი ჯერ არ ვიცით. ჩემი აზრით, ეს სავსებით რეალურია.

- და თქვენ იქნებით ამ კოალიციაცაში?

- ვიქნები თუ არა მე ამ კოალიციაში, ეს დამოკიდებულია ბევრ გარემოებაზე. მე ვერ ვიტყვი, რომ რაღაც დიდი ამბიცია მაქვს, იმიტომ რომ პოლიტიკური მუშაობის ან საარჩევნო კამოპანიაში მონაწილეობის გამოცდილება არ მქონია. მე ვარ ადმინისტრატორი, მეურნე. ეს არის ის, რაც მე ვიცი და 60 წლის ასაკში რაიმე ახალი კარიერის დაწყება, ჩემი აზრით, გვიანია.

- შესაძლოა თუ არა, რომ პუტინმა ნატო ჩაითრიოს ამ ომში, რომ არ გამოვდის რომ ზელენკისთან და უკრაინასთან წააგო, ან შესაძლოა თუ არა, რომ რამე საფრთხე შეექმნას საქართველოს, ან მოლდოვას, შეუძლია თუ არა ახლა რუსეთმა თავს უფლება მისცეს გახსნას რამდენიმე ფრონტი?

- დღეს ნათელია, რომ პუტინი, როგორც მასვე მიაჩნია, ებრძვის არა უკრაინას და ზელენსკის, არამედ ნატოსა და აშშ-ს. რაც შეეხება იმას, შეუძლია თუ არა მას დღეს სერიოზულად გადავიდეს იმ პოზიციაში, რომ შეუტიოს ნატოს ქვეყნებს, როგორებიცაა ბალტიის სახელმწიფოები ან პოლონეთი, ის ამას გააკეთებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინაში გაიმარჯვებს. თუ მან უკრაინაში გამარჯვებას ვერ მიაღწია, ამავე კამპანიის პირობებში ის ნატოს ნამდვილად არ დაესხმება თავს. რაც შეეხება შემდეგ კამპანიას, ეს გამორიცხული სულაც არ არის.

მაგრამ, თუ მან ახლა უკრაინაში გაიმარჯვა, ნატო წამსვე აღმოჩნდება დარტყმის ქვეშ, იმიტომ რომ მას არ სჯერა, რომ ნატოს რუსეთისთვის პასუხის გაცემის უნარი აქვს და, გარდა ამისა, როგორც მისი პროპაგანდისტები ხშირად ამბობენ, ბალტიის ქვეყნები და პოლონეთი უნდა იქნან დასჯილები. ამისთვის ახლა იქმნება საზოგადოებრივი აზრი. რაც შეეხებათ მოლდოვასა და საქართველოს, აქ პასუხის გაცემა უფრო რთულია. ამ ქვეყნების სამხედრო ძალა რუსეთთან შეუთავსებელია. რა თქმა უნდა, პუტინს შეუძლია მათი პრობლემაც გადაწყვიტოს, მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით ეს მას ბევრს არაფერს მისცემს.

- და თქვენ როგორც რუსეთში მიმდინარე მოვლენებზე კარგად ინფორმირებულ ადამიანს, არ შეიძლება არ გკითხოთ ჩუბაისზე, რატომ გაიქცა ის რუსეთიდან ?

- მე ვფიქრობ, რომ თუ ჩუბაისმა გადაწყვიტა, შეუმჩნევლად და ჩუმად ჩამოშორდეს ამ ამბავს და უბრალოდ წავიდეს, ეს მას არ გამოუვა. ის საჯარო ფიგურაა და ამიტომ ან საჯარო პოზიცია უნდა გამოხატოს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ან ის აღქმული იქნება, როგორც პუტინის ხელი.

ჩუბაისმა რომ ქვეყანა დატოვა, თუ ჩაუბასიმა გადაწყვიტა რომ ჩუმად წავიდეს და ჩუმად ჩაეხსნას ამ სიტუაციას არ გამოოუვა, ის საჯარო ფიგურაა და ის ვალდებულია მკაფიოდ გამოტოს თავისი პპოზიცია დღვანდელ ვიტარებაზე, თუ არადა ის აღიქმება, როგორც პუტინის ხელი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი