შეერთებული შტეტების თავდაცვის დეპარტამენტის პრესმდივანის თქმით, კიევის მახლობლად რუსი სამხედროების მოძრაობა სავარაუდოდ, გადაადგილება იქნება და არა ჯარების რეალური გაყვანა. მისივე თქმით, "მცირერიცხოვანი" ძალების კიევიდან გაყვანის მიუხედავად, რუსეთს კვლავ შეუძლია უკრიანის ქალაქებზე მასიური შეტევა მიიტანოს, მათ შორის დედაქალაქ კიევზეც.
"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის პოზიციის ცვლილება და არა ჯარების რეალური გაყვანა, ჩვენ ყველა მზად უნდა ვიყოთ და თვალი ვადევნოთ უკრაინის სხვა ტერიტორიებზე მთავარ შეტევას. ეს არ ნიშნავს, რომ კიევს საფრთხე აღარ ემუქრება. არავინ უნდა მოვიტყუოთ თავი კრემლის ახლანდელი განცხადებით, რომ ის მოულოდნელად შეამცირებს სამხედრო თავდასხმებს კიევის მახლობლად, ან რაიმე ცნობებით, რომ ის აპირებს ძალების გაყვანას",-თქვა ჯონ კირბმა ბრიფინგზე.
კირბმა ასევე აღნიშნა, რომ კიევს რუსეთის ჯარები მხოლოდ მცირე რაოდენობით შორდებიან და რუსეთი დღესაც აგრძელებს ავიაიერიშებს ქალაქზე. მისივე თქმით, რუსული ძალები სავარაუდოდ, ჩრდილოეთისკენ გადაადგილდებიან, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად სად არის მათი საბოლოო დანიშნულება.
"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს გადაადგილებაა და [რუსული ჯარები] გამოყენებული იქნება უკრაინის სხვა ტერიტორიაზე. ზუსტად სად, ჩვენ არ ვიცით",-თქვა მან.