საცხოვრებელი კორპუსები მთლიანად განადგურებულია უკრაინის საპორტო ქალაქ მარიუპოლში, რომელიც ამ დრომდე ალყაში რჩება. ახალი სატელიტური ფოტოები პირველი ვიზუალური განახლებაა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში.
Maxar Technologies-ის ფოტოები ადასტურებს, თუ რამხელა ზიანი მიადგა ქალაქს, რომელიც ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშეა.
დაბომბილია დრამატული თეატრი და მისი მიმდებარე ტერიტორია. ფოტოები აჩვენებს, რომ შენობების უმეტესობის სახურავები ან დანგრეულია, ამ მნიშვნელოვნადაა დაზიანებული:
უკრაინის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ დრამატული თეატრის დაბომბვას, რომელთანაც წარწერაა "ბავშვები", მინიმუმ 300 ადამიანი ემსხვერპლა.
ფოტოზე ჩანს, რომ აღმოსავლეთ მარიუპოლში, ორი განცალკევებით მდებარე საცხოვრებელი კომპლექსის მიმდებარედ ყველა სახლი დანგრეულია:
CNN წერს, რომ კიდევ ერთი დიდი საცხოვრებელი კომპლექსი განადგურდა სამხრეთ-აღმოსავლეთ მარიუპოლში, აზოვსტალის რკინისა და ფოლადის ქარხნის მახლობლად. გამოცემამ მანამდე დაადასტურა, რომ რუსული ჯარები და ჩეჩენი მებრძოლები აქტიურობდნენ ამ საცხოვრებელი კომპლექსის მახლობლად.
ფოტოზე ჩანს ასობით ადამიანი სუპერმარკეტთან რიგში, დასავლეთ მარიუპოლში, რომლებიც შენობაში შესვლას ელიან. მაღაზიის შენობის სახურავს "ხვრელები" აქვს სამხედრო დარტყმებისგან. მარიუპოლის მერმა თქვა, რომ ორშაბათის მონაცემებით ქალაქში 160 000 ადამიანი რჩება.
ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ჩანს რუსული სამხედროების პოზიციები, მათ შორის მანქანები, რომლებიც პირდაპირ სახლებთან არის გაჩერებული:
ბუქსირებადი სამხედრო არტილერია, მარიუპოლის ჩრდილო-აღმოსავლეთით: