ბორის ნემცოვის მკვლელობის სავარაუდო ორგანიზატორი, რუსლან გერემეევი მარიუპოლში დაჭრეს

გამოქვეყნდა:

მარიუპოლში, ბატალიონ "სევერის" ყოფილი ოფიცერი და კადიროვის თანამებრძოლი, რუსლან გერემეევი დაიჭრა. ის ერთ-ერთია, რომელიც რუსი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის მკვლელობის საქმეში ფიგურირებს. 

კადიროვის მეგობრის დაჭრაზე ინფორმაცია ტელეგრამში გავრცელდა, აზოველები წერენ - "იმედია სამართლიანობა აღდგება და ნემცოვის მკვლელობისთვის უკრაინა გერემეევზე შურს იძიებს".

29 მარტის შუადღისას, ქსელში გამოჩნდა ვიდეო, სადაც კადიროვი გერემეევს საავადმყოფოში სტუმრობდა. კადიროვის თქმით, დარწმუნდა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა.

რუსლან გერემეევი, როგორც კადიროვმა ადრე თქვა, ხელმძღვანელობს ჩეჩნურ ქვედანაყოფს, რომელიც მონაწილეობს მარიუპოლის ალყაში.

შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერის მკვლელობის ორგანიზატორად  ნემცოვის ახლობლები და ადვოკატები გერემეევს აქტიურად მოიაზრებდნენ, ის საქმის მასალებშიც ფიგურირებდა, თუმცა არ გამოუკითხავთ. საბოლოოდ, მკვლელობის შემკვეთად რუსლან გერემეევის მძღოლი დასახელდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი