თქვეს, რომ დარტყმები შემცირდება, მაგრამ რეალურად გაზარდეს - ჩერნიგოვის მერი

გამოქვეყნდა:

ჩერნიგოვის მერის, ვლადისლავ ატროშენკოს თქმით, დაპირების მიუხედავად, ცეცხლი არ შეწყვეტილა და ოკუპანტების მხრიდან, ქალაქზე მასშტაბური თავდასხმა გრძელდება. ამასთან დაკავშირებით მან CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა. 

ქალაქის მერმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ჩერნიგოვის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თქვა, რომ ქალაქის დაბომბვა მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.

როგორც ატროშენკომ აღნიშნა, რუსეთმა კვლავ არ შეასრულა მოლაპარაკებების დროს დადებული პირობა და ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ რუსეთი ყოველთვის იტყუება.

"ისინი ამბობენ, რომ ინტენსივობა შემცირდება, მაგრამ რეალურად დარტყმების რაოდენობა გაზარდეს. დღეს ჩვენ გვაქვს კოლოსალური თავდასხმა ჩერნიგოვის ცენტრზე. 25 ადამიანი დაიჭრა, ისინი ახლა კლინიკაში იმყოფებიან. ყველა მშვიდობიანი მოქალაქეა. ამიტომ, როცა რუსეთი რამეს ამბობს, ეს ფრთხილად უნდა იქნას გადამოწმებული",- თქვა ვლდისლვ ატროშენკომ.

ჩერნიგოვის მერის თქმით, რუსმა სამხედროებმა დარტყმები განახორციელეს ქალაქ ნიჟნზეც, სადაც სამოქალაქო ინფრასტრუქტურა გაანადგურეს, მათ შორის ბიბლიოთეკები, მოლები და საცხოვრებელი სახლები. ამასთან, ჩერნიგოვში მოქალაქეებს არ აქვთ წყალი, გათბობა და გაზი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი