რუსეთ უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის, ვლადიმირ მედინსკის თქმით, მოლაპარაკებები გრძელდება, თუმცა რუსეთის პოზიცია ყირიმსა და დონბასის რეგიონზე არ შეცვლილა.
ამას გარდა მედინსკი ამტკიცებს, რომ მოლაპარაკებებისას უკრაინამ მზადყოფნა გამოთქვა დააკმაყოფილოს რუსეთის ძირითადი მოთხოვნები. მისი თქმით, თუ ის შეასრულებს თავის დაპირებას, "მაშინ NATO-ს
საფრთხე უკრაინაში მოიხსნება".
უკრაინულმა მხარემ მთელი რიგი მნიშვნელოვანი მოთხოვნების შესრულების მზაობის შესახებ წერილობითი ფორმით საკუთარი პოზიცია პირველად დააფიქსირა. იმედი მაქვს, რომ ეს მიზნად კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარებას ისახავს. 2014 წელს უკრაინაში მომხდარი ანტისახელმწიფოებრივი გადატრიალების შემდეგ რუსეთი წლების განმავლობაში ითხოვდა ამ ვალდებულების შესრულებას, როგორც კიევის რეჟიმისგან, ასევე მათი მფარველების, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან.
რუსეთი მათ მოლაპარაკებების დაწყებასა და შეთანხმებების გაფორმებას სთავაზობდა, რომელიც როგორც უკრაინის, ასევე ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვას უზრუნველყოფდა. ყველა ეს მოთხოვნა წლების განმავლობაში იგნორირებული იყო. უკრაინაში ანტირუსული პლაცდარმი იქმნებოდა. უკრაინის ნატოში გაწევრიანებისა და უკრაინის ტერიტორიაზე ნატოს სამხედრო ბაზების განთავსება, რუსეთს სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა, რაც უბრალოდ დროის საკითხი იყო.
უკვე დამტკიცებულია, რომ უკრაინაში ბიოლოგიური და ატომური იარაღი მიზანმიმართულად იქმნებოდა. მთელი ამ წლების განმავლობაში უკრაინა დონბასში მცხოვრები ადამიანების ღია გენოციდს ახორციელებდა. არსებობს აშკარა მტკიცებულებები რომ უკრაინა დონბასზე თავდასხმას ამზადებდა, რაც განვითარებულ მოვლენებში რუსეთის ავტომატურ ჩართვას გამოიწვევდა, რადგან იქ ათასობით ჩვენი, რუსეთის მოქალაქე ცხოვრობს. არსებული ვითარების გამო რუსეთი იძულებული გახდა სპეციალური სამხედრო სპეცოპერაცია დაეწყო.
გასული წლების განმავლობაში გუშინ პირველად, ოფიციალურმა კიევმა პირველად გამოაცხადა, რომ რუსეთთან მოსალაპარაკებლად მზად არიან. მათ მოგვაწოდეს ქაღალდზე დაფიქსირებული შესაძლო სამომავლო შეთანხმების პრინციპები. ეს პრინცები ითვალისწინებს, ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას, უკრაინის უბლოკო ქვეყნის სტატუსის დაფიქსირებას, ატომური და მასობრივი განადგურების იარაღის შექმნაზე უარის თქმას, უკრაინის ტერიტორიაზე სხვა ქვეყნის სამხედრო ბაზებისა და სამხედრო კონტიგენტების განთავსებაზე უარის თქმას, ასევე სამხედრო წვრთნების ჩატარებას გარანტი ქვეყნების ნებართვით, რომელთა შორის იქნება რუსეთიც.
უკრაინამ გამოთქვა მზაობა, შეასრულოს ის პრინციპული მოთხოვებები, რომელსაც გასული წლების განმავლობაში რუსეთი პრინციპულად ითხოვდა. თუ ეს მოთხოვნები შესრულდება, მაშინ უკრაინისგან ნატოური პლაცდარმი ქვეყნის შემქმნის საშიშროება ლიკვიდირებული იქნება.
მოლაპარკებები ჯერ კიდევ გრძელდება. რაც შეეხება ჩვენი ქვეყნების პრინციპულ პოზიციას ყირიმთან და დონბასთან მიმართებით უცვლელი რჩება, - ამბობს ის.
უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები 29 მარტს გაიმართა. შეხვედრაზე უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიები, ასევე ის ქვეყნები დაასახელა, რომელიც უსაფრთხოების გარანტორად უნდა იქცნენ. ამასთან, შეხვედრაზე უკრაინამ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციები წარადგინა.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ კი თქვა, რომ რუსეთი კიევსა და ჩერნიგოვში საომარ მოქმედებებს შეამცირებს. თუმცა, როგორც დღეს ჩერნიგოვის მერმა თქვა, დაპირების მიუხედავად ქალაქზე მასშტაბური თავდასხმა გრძელდება.