სავსებით შესაძლებელია რუსეთმა უკრაინის შემდეგ, ომი სხვა მეზობელ ქვეყნებთან გამოაცხადოს - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნორვეგიის პარლამენტს მიმართა. სიტყვით გამოსვლისას ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის ომმა უკრაინაში, ევროპას ბევრად უფრო დიდი საფრთხე შეუქმნა, ვიდრე მეორე მსოფლიო ომმა.

როგორც მან აღნიშნა, რუსეთის მიზანი დემოკრატიის განადგურებაა, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ის სხვა მეზობელ ქვეყნებშიც შეიჭრას.

"ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერო და ძვირფასო პარლამენტარებო, ჩემთვის დიდი პატივია თქვენს წინაშე უკრაინელი ერის სახელით გამოსვლა. დღეს ფართომასშტაბიანი შემოჭრის 35-ე დღეა. ოკუპანტები უკრაინას რამდენიმე მიმართულებიდან ერთდროულად დაესხნენ. ეს იყო როგორც სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო შეტევები. მტერი ინტენსიურად ბომბავს დასახლებულ პუნქტებს და მშვიდობიან მოსახლეობას. განსხვავება არ აქვს დღეა თუ ღამე. ბომბავენ საავადმყოფოებს, აეროპორტებს და სასურსათო საწყობებს. მილიონობით ადამიანს ნორმალური ცხოვრების პირობები წაერთვა.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ჩვენთან ომში იმაზე მეტი ჯარისკაცი და სამხედრო ტექნიკა დაკარგა ვიდრე სხვა ნებისმიერი ომში, მაინც არ ჩერდებიან. დღევანდელი ვითარება ევროპას იმაზე დიდ საფრთხეს უქმნის, ვიდრე მეორე მსოფლიო ომმა შეუქმნა. დაბლოკილია პორტების უმეტესობა. მტერმა ზღვაც კი დანაღმა. ეს სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ნებისმიერი შავი ზღვის აკვატორიის ქვეყნებისთვის...შესაძლებელია ნებისმიერი სამგზავრო, სატვირთო ლაინერი ან ტანკერი ააფეთქოს, რომელიც როგორც ეკოლოგიურ კატასტროფას ასევე დიდ მსხვერპლს გამოიწვევს.

რუსეთი ამას უარყოფს ისევე როგორც ეს მალაიზიურ  თვითმფრინავთან მიმართებაში გააკეთა. სავსებით შესაძლებელია რუსეთმა უკრაინის შემდეგ ომი სხვა მეზობელ ქვეყნებთან გამოაცხადოს. ეს გამორიცხული არ არის. ყველამ კარგად იცის რომ ევროპისა და მისი დემოკრატიის განადგურება რუსეთის ფედერაციის ათწლეულების პოლიტიკაა. უკრაინაში ათასობით რუსი ჯარისკაცია, რომლებმაც არც კი იციან რატომ ან რისთვის იბრძვიან. ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევაჩეროთ რუსეთი. ამას ცალ-ცალკე ვერ მოვახერხებთ, თუმცა ერთადაც უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ. ამისთვის საჭიროა შეიარაღება. თავისუფლება, ტირანიაზე ნაკლებად შეიარაღებული არ უნდა იყოს. ჩვენ გვჭირდება რაკეტები და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები. თქვენ შეგიძლიათ დაგვეხმაროთ. ეს გვჭირდება როგორც ჩვენი, ისე თქვენი უსაფრთხოების დასაცავად. 
მეორე ეს არის სანქცია, რომელიც რუსეთს მშვიდობის დამყარებას აიძულებს. დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყანა რომელიც ყოველ წელს ნობელის პრემიას გასცემს მშვიდობის დარგში, ყველაზე კარგად ესმის მშვიდობის ფასიც. ყველაზე კარგად ესმის რამდენად მნიშვნელოვანი მშვიდობის დამყარება. რაც უფრო მკაცრი იქნება სანქციები მით უფრო  მალე დამყარდება მშვიდობა. რუსეთი ეკონომიკურ ბლოკადაში უნდა მოექცეს და მას ემბარგო დაუწესდეს. 

ევროპულმა კომპანიებმა რუსეთს მუშაობა უნდა შეწყვიტონ. ჩვენ ჩვენს მიწას არავის დავუთმობთ. ჩვენ ბევრი გადავიტანეთ, თუმცა მედგრად ვდგავართ. დაგვეხმარეთ. შემოუერთდით უკრაინის აღმშენებლობის პროგრამას. დაგვეხმარეთ კომპანიებით და სპეციალისტებით. უკრაინა ყოველთვის იყო ევროპა. დიდება უკრაინას" -თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 

პროტესტი გმირთა მოედანზე | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი