"პუტინს, ომსა და სანქციების შედეგებზე არასწორ ინფორმაციას აწვდიან... მრჩეველებს სიმართლის თქმის ეშინიათ" | აშშ-ის მაღალჩინოსანი

გამოქვეყნდა:

აშშ-ის ოფიციალური პირის თქმით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, მრჩევლები უკრაინაში რუსული ჯარების წარუმატებლობისა და ქვეყნის ეკონომიკაზე სანქციების გავლენის შესახებ არასწორ ინფორმაციას აწვდიან. 

ინფორმაციას ამერიკული მედია სწორედ აშშ-ის მაღალჩნოსანზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც განმარტავს, რომ ეს დასკვნა ქვეყნის დაზვერვის მიერ მიწოდებულ ცნობებს ეფუძნება. 

"ჩვენ გვჯერა, რომ პუტინს თავისი მრჩევლები უკრაინაში რუსული ჯარების წარუმატებლობისა და სანქციების გავლენაზე რუსეთის ეკონომიკაზე, არასწორ ინფორმაციას აწვდიან. მის უფროს მრჩევლებს სიმართლის თქმის ეშინიათ... 

გვაქვს ინფორმაცია, რომ პუტინმა რუსული ჯარისგან თავი მოტყუებულად იგრძნო. ახლა მასსა და თავდაცვის სამინისტროს შორის მუდმივი დაძაბულობაა, რაც პუტინის უნდობლობითაა გამოწვეული თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის მიმართ" - ამბობს აშშ-ის ოფიციალური პირი. 

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი