რამზან კადიროვი ტყუილში უკვე მეორედ ამხილეს. ფაქტები ადასტურებს, რომ ჩეჩნეთის ლიდერი, რომელიც რუსეთის ხელისუფლების ყველაზე აგრესიულ მაღალჩინოსნად ითვლება, უბრალოდ ცრუობს, როდესაც ამტკიცებს, რომ უკრაინაში, მარიუპოლში იმყოფება.
ეს კადიროვის უკვე მეორე ტყუილია - პირველად ის მედიამ თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაყრდნობით ამხილად. ახლა კი კადიროვი თავისივე ფოტომ გასცა. აღმოჩნდა, რომ ჩეჩნეთის მეომარი ლიდერი, რომელიც ტყვიამფრქვევით ლოცულობს - რუსეთის ტერიტორიას არც კი გასცდენია.
ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მებრძოლი ლიდერის იმიჯი და ცრუ ინფორმაცია უკრაინაში ყოფნაზე კრემლის კამპანიის ნაწილია, რომელიც მთლიანად ტყუილზეა აგებული.
ავტორი: გუგა მაისურაძე