კრემლის დაპირებებს აღარავინ ენდობა. სტამბოლში რუსეთის დელეგაციის განცხადება, რომ კიევთან და ჩერნიგოვთან სამხედრო აქტივობა შემცირდება, სკეპტიციზმის მიზეზი გახდა. დასავლეთში, უკრაინაშიც და განსაკუთრებით საქართველოში ამ დაპირების შემდეგ გაიხსენეს ყველა ფაქტი, როდესაც კრემლმა მსგავს ვითარებაში მოიტყუა.
საქართველოსთვის სულ ცოტა ორი ასეთი სიცრუე ფაქტობრივად გამანადგურებელი აღმოჩნდა. პირველად მაშინ, როდესაც რუსეთმა 1921 წელს ქვეყნის ანექსია მოახდინა საქართველოს ნეიტრალური სტატუსის მიუხედავად. და მეორედ 1993 წელს, როდესაც სოჭის სამშვიდობო შეთანხმების დარღვევით აფხაზეთი დაიკავა.
მსოფლიო ამ დრომდე მსჯელობს, ენდოს თუ არა მოსკოვს უკრაინის შემთხვევაში, თუმცა დასავლეთი არ მალავს, რომ კრემლისგან მორიგ ტყუილს და დროის გაყვანას მოელის ჯარების გადაჯგუფების მიზნით.
ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი