საოკუპაციო არმიის დანაშაულები სულ უფრო შემზარავი ხდება. პუტინის ომმა უკაინაში სასტიკის კულმინაციას მიაღწია. რუსი სამხედროები დასახლებულ კვარტლებსა და სტრატეგიულ ობიექტებზე მუდმივი შეტევებისა და თავდასხმების პარალელურად, არ ერიდებიან უმძიმესი დანაშაულების ჩადენას. გახშირებულია სექსუალური ძალადობებეის ფაქტები. ომის დაწყების დღიდან უკრაინის პროკურატურის მიერ აღძრული საქმეების რაოდენობამ 3 500-ს მიაღწია.
პუტიინის არმიის სტრატეგია ფრონტის ხაზზე უცვლელია. კვლავ იბომბება დასახლებული რაიონები, განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ არის მშვიდობიანი მოსახლეობა. თუმცა რუსულ ჯარს სულ უფრო უჭირს წინააღმდეგობის გაწევა და უკრაინული არმიის კონტრ შეტევების მოგერიება. ევროპაში შეერთებული შატების სარდლობა არ გამოირიცხავს, რომ ომამდე მიღებული სადაზვერვო ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის შესაძლებლობების შესახებ გადაჭარბებულიც კი იყოს.