აშშ უკრაინას დამატებით 500 მილიონი დოლარით დაეხმარება

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატები უკრაინას დამატებით 500 მილიონი დოლარით დაეხმარება. ამის შესახებ საუბარია თეთრი სახლის განცხადებაში, რომელიც ბაიდენი-ზელენსკის სატელეფონო საუბრის შემდეგ გავრცელდა. თეთრი სახლის ცნობით, საბიუჯეტო დახმარება ხელფასების გადახდისა და სხვა საკითხების მოგვარებისთვის არის განკუთვნილი.

"ლიდერებმა განიხილეს, როგორ მუშაობს აშშ, რათა შეასრულოს უკრაინის მხრიდან უსაფრთხოების ძირითადი მოთხოვნები, კრიტიკული გავლენა, რომელიც იარაღმა კონფლიქტზე მოახდინა და შეერთებული შტატების მუდმივი ძალისხმევა მოკავშირეებსა და პარტნიორებთან, რომ მოძებნონ ახალი დამატებითი შესაძლებლობები, რათა დაეხმარონ უკრაინელ სამხედროებს თავიანთი ქვეყნის დაცვაში",-წერია თეთრი სახლის განცხადებაში. 

სატელეფონო საუბართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა უკრაინის პრეზიდენტმაც. ვოლოდიმირ ზელენკის თქმით, პრეზიდენტებმა უკრაინის თავდაცვით მხარდაჭერასა და რუსეთისთვის, სანქციების ახალ პაკეტზე ისაუბრეს.

პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი დაახლოებით 1 საათს გაგრძელდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი