ვაგნერის დაჯგუფების 1 000-მდე მებრძოლი დონბასის რეგიონშია | პენტაგონი

გამოქვეყნდა:

პენტაგონის ინფორმაციით, ვაგნერის დაჯგუფების 1000-მდე მებრძოლი დონბასის რეგიონშია. თავდაცვის დეპარტამენტის სპიკერის, ჯონ კირბის თქმით, რუსეთი დონბასის რეგიონში "ბოლო რამდენიმე დღეა უფრო გააქტიურდა".

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვაგნერის დაჯგუფებას ახლა დაახლოებით 1 000 ჰყავს დონბასში...ჩვენ ვნახეთ, რომ ისინი უპირატესობას ანიჭებენ საჰაერო თავდასხმებს დონბასის რეგიონში. ვაგნერის კონტრაქტორები ბოლო 8 წლის განმავლობაში დონბასში იბრძვიან, ამიტომ ეს ის ტერიტორიაა, სადაც მათ გამოცდილება აქვთ",-თქვა კირბმა.

ვაგნერის დაჯგუფება არაოფიციალური სამხედრო ქვედანაყოფია, რომელიც კრემლისგან ფინანსდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი