ხარკოვის ოლქის ქალაქ დერგაჩში, რუსმა ოკუპანტებმა ადმინისტრაციის შენობა დაბომბეს. დაზიანდა საცხოვრებელი სახლებიც.
საკრებულოს შენობის დაბომბვას სულ მცირე ერთი ადამიანი ემსხვერპლა და სამი დაშავდა.
"მუდმივი დაბომბვის გამო, მსხვერპლის რაოდენობის შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვება ჯერჯერობით შეუძლებელია", - აცხადებენ საკრებულოში.