უკრაინის ქალაქ ლისიჩანსკშიც, რუსმა ოკუპანტებმა ნავთობის საცავი დაბომბეს. ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
დანგრეულია ათობით საცხოვრებელი სახლი, დაღუპულია მინიმუმ 2 ადამიანი. ორი დაშავებული ბავშვი მძიმე მდგომარეობაშია.
ლუგანსკის რეგიონული ადმინისტრაციის უფროსის, სერგეი გაიდაის თქმით, თუ ადრე ხალხი ლისიჩანსკში მეტ-ნაკლებად დაცულად გრძნობდა თავს, ვიდრე რეგიონის სხვა ქალაქებში, გუშინ ალბათ ერთი მიკრორაიონიც არ დარჩენილია, რომელიც არ დაზიანდა.