ჩვენ არ გვაქვს უფლება, ამ ომს კიდევ 36 დღე მივცეთ - ამ სიტყვებით მიმართა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნიდერლანდების პარლამენტს. ის ამბობს, რომ მსოფლიომ რუსეთი უნდა აიძულოს რაც შეიძლება სწრაფად შეწყვიტოს საომარი მოქმედებები, რომელსაც მშვიდობიანი უკრაინელები ეწირებიან
"ასობით ბავშვი იღუპება. ათასობით ადამიანი იღუპება. დანგრეულია ათობით ათასი სახლი. დამწვარია ქალაქები, სოფლები. რუსი ურწმუნოები ოკუპირებულ რეგიონებში ქალებს აუპატიურებენ. ისინი იპარავენ ყველაფერს, რასაც იპოვიან. რაიმე სამხედრო წარმატების მისაღწევად კი აღარ კლავენ, ეს მათთვის იქცა გასართობად" თქვა ზელენსკიმ.
პუტინის საოკუპაციო არმია უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. აგრესორების ქმედებებს ძირითადად მშვიდობიანი მოსახლეობა ეწირება, განადგურებულია ქალაქები და სხვადასხვა სამოქალაქო ობიექტები.
ამ დრომდე ბლოკადაშია მარიუპოლი.