"რუსეთი ეძებს ღარიბ სირიელებს, რომლებსაც საჭმლის ფული არ აქვთ და ომში მიჰყავს" | სირიელი მებრძოლის აღიარება

გამოქვეყნდა:

უკრაინაში საომრად, ვლადიმერ პუტინი, ჯარისკაცებს იაფად, სირიაში ქირაობს - ამის შესახებ BBC-სთან ინტერვიუში ერთ-ერთი სირიელი მებრძოლი საუბრობს. დაქირავებული სამხედრო ამბობს, რომ პუტინი, მათ წინა ხაზზე ბრძოლის სანაცვლოდ 7 000 დოლარს, ზურგში საომრად კი 3 500 დოლარს პირდება. 

სირიელი მებრძოლი ყვება, რომ გაჭირვებული სირიელები ამ შეთავაზებას თანხმდებიან, თუმცა უკრაინაში ჩასული დაქირავებული მებრძოლების 90% სახლში ცოცხალი ვეღარ ბრუნდება. 

რუსეთს არ სურს თავისი მებრძოლების დაკარგვა, ამიტომ ეძებს ხალხს, რომელიც ფულის სანაცვლოდ იბრძოლებს. ორ კონტრაქტს გვთავაზობენ, ერთია ფრონტის ხაზზე ბრძოლა და ამაში 7 000 დოლარს იხდიან, მეორე კი ზურგში უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ეს 3 500 დოლარი ღირს. მხოლოდ მე ვიცი 200 ადამიანი მაინც, ვინც მზად არის უკრაინაში წასასვლელად. 80% ამას იმიტომ აკეთებს, რომ უბრალოდ საჭმლის ფული ჰქონდეს. ომმა უკრაინაში ყველაფერი გააძვირა, საწვავი, სასმელი, საჭმელი. რუსეთი ეძებს ღარიბ სირიელებს, რომლებსაც საჭმლის ფული არ აქვთ და ომში მიჰყავს. ჩემს ოჯახს არ უნდა, რომ წავიდე მაგრამ მე ფული მჭირდება. ალბათ 90% იმ ხალხის, ვინც წავა, ცოცხალი ვერ დაბრუნდება, - ამბობს ის. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი