ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მალე მოვაწყოთ რუსეთისა და უკრაინის ლიდერების შეხვედრა - ერდოღანი

გამოქვეყნდა:

თურქეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ საუბარი ექნება რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან იმისთვის, რომ დაარწმუნოს ისინი პირისპირ შეხვედრაზე, რაც შეიძლება მალე. ერდოღანი ამ შეხვედრის შუამავლობისთვისაც მზადაა:

ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მალე მოვაწყოთ რუსეთისა და უკრაინის ლიდერების შეხვედრა - ამბობს ერდოღანი და იმედს გამოთქვამს, პუტინისა და ზელენსკის შეხვედრის თარიღიც შეთანხმებული იქნება - "ჩვენ მზად ვართ უზრუნველყოთ საჭირო პლატფორმა. იმ ნდობიდან გამომდინარე, რომელიც პუტინს და ზელენსკის აქვთ თურქეთის მიმართ, ჩვენ იმედი გვაქვს [შუამავლობის] დადებითი შედეგის", - თქვა მან.

უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე საუბრისას პრეზიდენტმა ერდოღანმა დაადასტურა, რომ თურქეთი მზადაა გახდეს ერთ-ერთი გარანტორი ქვეყანა. 

შეგახსენებთ, ბოლო მოლაპარაკებები უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის, სადაც უსაფრთხოების გარანტიები გახმოვანდა, სწორედ თურქეთში, სტამბოლში გაიმართა.

ასევე თურქეთმა, ანტალიამ უმასპინძლა საგარეო საქმეთა მინისტრების, სერგეი ლავროვისა და დმიტრო კულებას შეხვედრას 10 მარტს. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი