"მატარებელში გვაჩვენეს, როგორ დავშალოთ და ავაწყოთ ავტომატი... იარაღის უმეტესობა ჟანგიანია" | ტყვედ აყვანილი რუსი სამხედროების აღიარებები

გამოქვეყნდა:

"მატარებელში გვაჩვენეს, როგორ დავშალოთ და ავაწყოთ ავტომატი... იარაღის უმეტესობა ჟანგიანია" - უკრაინული მედიით ვრცელდება ტყვედ აყვანილი რუსი სამხედროების აღიარებები, სადაც დონეცკიდან მოტყუებით წაყვანილი სტუდენტები, რუსულ ჯარში არსებულ მძიმე პირობებზე ყვებიან.

"ჩვენ მხოლოდ მატარებელში გვაჩვენეს, როგორ დავშალოთ და ავაწყოთ ავტომატი. თითქმის არაფერი აგვიხსნეს, ჩვენ თავად გავერკვიეთ რა როგორ გაგვეკეთებინა. იარაღის უმეტესობა ჟანგიანი იყო, იმდენად ძველი იარაღი იყო, რომ ერთ ბიჭს ზამბარა მოუძვრა და ავტომატი სულ დაიშალა", - ამბობს ერთ-ერთი რუსი სამხედრო. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი