"თუ არ გადაიხდიან რუბლში, კონტაქტები შეწყდება" - პუტინმა გაზით ვაჭრობის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა

გამოქვეყნდა:

პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას არამეგობრულ ქვეყნებთან გაზით ვაჭრობის შესახებ - განკარგულება გულისხმობს, რომ "არამეგობრულ ქვეყნებს" გაზს რუსულ რუბლში მიყიდიან, ხოლო თუ ეს ქვეყნები ხვალ, 1-ლი აპრილიდან რუბლებით არ გადაიხდიან საფასურს, არსებული კონტრაქტები გაუქმდება.

რუსული ბუნებრივი აირის შესაძენად, მათ უნდა გახსნან რუბლის ანგარიშები რუსულ ბანკებში - განაცხადა პუტინმა.

მისივე თქმით, საზღვარგარეთ რუსული აქტივების გაყინვამ აჩვენა, რომ დასავლეთი თავის ფინანსურ სისტემას "იარაღად იყენებს".

შეგახსენებთ, G7-ის ქვეყნებმა უკვე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ რუსულ გაზს რუბლით არ იყიდიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი