აშშ რუსეთის ტექნოლოგიურ კომპანიებსა და კიბერ-აქტორებს დამატებით სანქციებს უწესებს | სახდეპის განცხადება

გამოქვეყნდა:

აშშ რუსეთის ტექნოლოგიურ კომპანიებსა და კიბერ-აქტორებს დამატებით სანქციებს უწესებს. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ამერიკის ხაზინის დეპარტამენტის მიერ დღეს გამოქვეყნებული განცხადებიდან გახდა ცნობილი. 

"შეერთებული შტატები აგრძელებს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ უკრაინაში წარმოებული უკანონო ომის საპასუხოდ, მძიმე ხარჯების დაწესებას. დღევანდელი გადაწყვეტილებით, მიზანში ამოვიღეთ ის ორგანიზაციები და ინდივიდები, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ წარმოებული ომში და ჩვენ ამ ნაბიჯით, ვსპობთ კრემლისთვის სანქციების აცილების მექანიზმებსაც. დღევანდელი ზომები გაგრძელებაა ჩვენი გადაწყვეტილებების, რომლებიც მივიღეთ 15 და 24 მარტს და დავასახელეთ პირები და კომპანიები, რომლებიც რუსეთის თავდაცვის სამრეწველო სფეროში კონტრიბუციებით, უშუალოდ უჭერენ მხარს პუტინის ომის მანქანას. 

დღეს შეერთებული შტატები, სანქციებს უწესებს 21 ორგანიზაციასა და 13 ფიზიკურ პირს, რომელთაგან 10 ფიზიკური პირი და 17 კომპანია  ჩართულია სანქციების თავიდან აცილების ქსელებში დასავლური ტექნოლოგიების შესაძენად. ეს ზომები კიდევ უფრო შეაფერხებენ რუსეთის წვდომას დასავლურ ტექნოლოგიებზე და საერთაშორისო ფინანსურ სისტემაზე.

ჩვენ გავაგრძელებთ პრეზიდენტ პუტინის ომის მანქანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, სანამ ეს უაზრო ომი არ დასრულდება. რუსეთის ფედერაცია არა მხოლოდ აგრძელებს უკრაინის სუვერენიტეტის დარღვევას თავისი თავდასხმებით, არამედ ამძაფრებს მშვიდობიანი მოსახლეობის თავშესაფრების განადგურებას, მათ შორის სკოლებს, საავადმყოფოებს, საცხოვრებელ უბნებს და იმ ადგილებს, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები თავს აფარებენ რუსული დაბომბვისგან.

შეერთებული შტატები ასევე ამხელს სამ პირს მავნე კიბერ-აქტივობებში მონაწილეობისთვის, რომელთაგან ერთ-ერთს იუსტიციის დეპარტამენტმა ბრალი წაუყენა გასულ კვირას. შეერთებული შტატები გააგრძელებს პრეზიდენტ პუტინის კიბერ აქტორებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებას დამღუპველი, დესტრუქციული ან სხვაგვარად დესტაბილიზაციის გამომწევი ქმედებებისთვის, რომლებიც მიმართულია შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეებისა და პარტნიორების წინააღმდეგ.

ეს ქმედებები ცხადყოფს ჩვენს გადაწყვეტილებას, რომ დავაკისროთ პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული აგრესიისთვის და ასევე, ჩვენს ვალდებულებას, განვახორციელოთ შემდგომი ქმედებები იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც მხარს უჭერენ დაწესებული სანქციების თავიდან აცილებას. ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა უფლებამოსილებას სანქციების აღსასრულებლად, მავნე აქტორების გამოსავლენად და იდენტიფიცირებისთვის, - ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციების და ფიზიკური პირების ჩამონათვალი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი